logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარია კუბის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
- +

23 დეკემბერი. 2023. 11:47

 

 

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და კუბის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია კუბის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში,  კარლოს ენრიკე ვალდეს დე ლა კონსეფსიონს შეხვდა.

 

ბექა ოდიშარიამ ელჩს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მუშაობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. თავის მხრივ, ელჩმა კუბის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობის საქმიანობაზე ისაუბრა.

 

ბექა ოდიშარიას განცხადებით, სასურველია ორი ქვეყნის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს, რაც მეგობრობის ჯგუფების აქტივობაზეცაა დამოკიდებული. აგრეთვე, აუცილებელია ეკონომიკის, კულტურისა და ტურიზმის სფეროში ურთიერთობების განვითარება.

 

მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner