logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი „სუპერ პაკზე“: ოპოზიცია ამ ეტაპზე დაქსაქსული და პოლიტიკურად დემოტივირებულია და ახლა ფიქრობენ, იქნებ რამენაირად საკუთარი ამომრჩეველი გაიჩინონ მომავალი არჩევნების წინ
- +

23 დეკემბერი. 2023. 12:12

 

 

ოპოზიცია ამ ეტაპზე დაქსაქსული და პოლიტიკურად დემოტივირებულია და ახლა ფიქრობენ, იქნებ რამენაირად საკუთარი ამომრჩეველი გაიჩინონ მომავალი არჩევნების წინ, - ასე აფასებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას „სუპერ პაკის“ შექმნის თაობაზე.

 

„საბოლოოდ განწირული აღმოჩნდა ეს მათი რევოლუციური გემი, ამიტომ გარბიან ახლა ამ ჩაძირვისთვის განწირული გემიდან. სააკაშვილიც მათთვის არანაირ ფასეულობას აღარ წარმოადგენს. ეს პროცესი შეუქცევადია. ოპოზიცია ამ ეტაპზე დაქსაქსული და პოლიტიკურად დემოტივირებულია და ახლა ფიქრობენ, იქნებ რამენაირად საკუთარი ამომრჩეველი გაიჩინონ მომავალი არჩევნების წინ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

 

მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას შესთავაზა, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ-ი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner