logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: ახალი დაჯგუფებების შექმნის შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ უარყოფით წარსულს ვერავინ აირიდებს
- +

23 დეკემბერი. 2023. 12:15

 

 

ვერავინ აირიდებს „ნაციონალური მოძრაობის“ უარყოფით წარსულს იმ ახალი დაჯგუფებებიდან, რომელიც სურვილისამებრ შესაძლოა, გაკეთდეს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

იგი „სუპერ პაკის“ შექმნის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ავანსცენაზე დარჩენა არის პრაქტიკულად წარმოუდგენელი, პარტია - დაშლილი და ყველა გადაწყვეტილება, რომელიც თითქოს, ამ პარტიის შენარჩუნებას ისახავს მიზნად, არის ფარსი.

 

რა ფორმითაც არ უნდა მოხდეს „ნაციონალური მოძრაობიდან“ განშტოებების გამოყოფა, ის მაინც ამ პარტიას ერთიან სისტემაში დარჩება და ვერავინ აირიდებს „ნაციონალური მოძრაობის“ უარყოფით წარსულს იმ ახალი დაჯგუფებებიდან, რომელიც სურვილისამებრ შესაძლოა, გაკეთდეს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner