„ვერავინ აირიდებს „ნაციონალური მოძრაობის“ უარყოფით წარსულს იმ ახალი დაჯგუფებებიდან, რომელიც სურვილისამებრ შესაძლოა, გაკეთდეს“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
იგი „სუპერ პაკის“ შექმნის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ავანსცენაზე დარჩენა არის პრაქტიკულად წარმოუდგენელი, პარტია - დაშლილი და ყველა გადაწყვეტილება, რომელიც თითქოს, ამ პარტიის შენარჩუნებას ისახავს მიზნად, არის ფარსი.
რა ფორმითაც არ უნდა მოხდეს „ნაციონალური მოძრაობიდან“ განშტოებების გამოყოფა, ის მაინც ამ პარტიას ერთიან სისტემაში დარჩება და ვერავინ აირიდებს „ნაციონალური მოძრაობის“ უარყოფით წარსულს იმ ახალი დაჯგუფებებიდან, რომელიც სურვილისამებრ შესაძლოა, გაკეთდეს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.