logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე: სალომე ზურაბიშვილისგან ასეთი ამორფული ნაბიჯის გადადგმა გასაკვირი არ იქნება
- +

23 დეკემბერი. 2023. 12:17

 

 

როდესაც იწყალებ ისეთ ადამიანს, რომელსაც ბრალად ედება პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდება, უმძიმესი გადაცდომები და დანაშაულები, მის მიერ ჩადენილი ამ დანაშაულების თანამონაწილე ხდები, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს გრიგორიადისის საქმეზე საუბრისას განუცხადა.

 

მან ისაუბრა, შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლაზარე გრიგორიადისს. მათიკაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილისგან ასეთი ამორფული ნაბიჯის გადადგმა გასაკვირი არ იქნება.

 

„პრეზიდენტის არსენალში კონკრეტული პირის შეწყალების დისკრეცია არის, თუმცა ყველამ უნდა გაითვალისწინოს, როდესაც იწყალებ ისეთ ადამიანს, რომელსაც ბრალად ედება პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდება, უმძიმესი გადაცდომები და დანაშაულები, მის მიერ ჩადენილი ამ დანაშაულების თანამონაწილე ხდები“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

 

შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ლაზარე გრიგორიადისს - კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გრიგორიადისის ადვოკატები ორბელიანების სასახლეში იმყოფებოდნენ. გრიგორიადისის ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ განაცხადა, თუ ლაზარეს საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, მაგ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალების შესახებ აუცილებლად მიმართავენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner