ავტორი მარიამ პაიჭაძე
„წინასაარჩევნო გარემო ჯერჯერობით არის ნორმალური", - ასე აფასებს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი მარტვილსა და აბაშაში ოთარ დანელია „რეპორტიორთან" საუბარში წინასაარჩევნო გარემოს.
„სამწუხაროდ, ძალადობის რამდენიმე ფაქტს ჰქონდა ადგილი. თავს შევიკავებ კონკრეტიკისგან, მაგრამ იმედი მაქვს, შესაბამისი უწყებები, მათ შორის სადამკვირვებლო მისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ამას ყველაფერს აფიქსირებენ და შესაბამის ანგარიშებს აწარმოებენ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი საარჩევნო გარემოსთვის. ამ ეტაპზე, მე შემიძლია ჩემს მუნიციპალიტეტებზე მოგახსენოთ, რომ ძალიან სტაბილურად ვეწევით წინასაარჩევნო კამპანიას და დღეიდან ვიწყებ საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართვას", - განაცხადა ოთარ დანელიამ.