logo_geo
eng_logo
ოთარ შამუგია: არსებული ყველა პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება
- +

23 დეკემბერი. 2023. 22:25

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ „ქრონიკაში“ საუბრის დროს განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის დარგში არსებული ყველა პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება.

 

 

„წელს ჩვენ გვქონდა ახალი პროგრამები და ყველა მოქმედი პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ სადაც ვხედავთ მხარდაჭერის მეტი საჭიროებაა იქ განვახორციელოთ. ყველაფერს ფერმერებთან და ასოციაციებთან ერთად განვიხილავთ, ასევე ვისმენთ მათ მოსაზრებებს და შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომ იყოს სიახლეები. არსებული ყველა პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner