logo_geo
eng_logo
ოთარ შამუგია: ღვინის ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება. შარშან, დაახლოებით 103 მილიონი ლიტრის ექსპორტი იყო და წელს ველოდებით, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება
- +

23 დეკემბერი. 2023. 22:26

"ჩვენთვის ღვინო განსაკუთრებით პრიორიტეტულია, ამიტომ აქტიურად ვეხმარებით ამ სექტორს, რომლის შედეგადაც ყოველწლიურად ჩვენი მევენახეები დაახლოებით 300 მილიონი ლარის შემოსავალს იღებენ რთველის ფარგლებში," - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ„ქრონიკაში“ განაცხადა.

 

 

მინისტრმა აღნიშნა, რომ ყოველწლიურად ღვინის ექსპორტი იზრდება.

 

 

„ჩვენ შევძელით, 2 500-ამდე მცირე მარანი თუ საწარმო არსებობს ქვეყანაში, რომელიც ღვინოს აწარმოებს და მის რეალიზაციას ახორციელებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

 

 

ყოველწლიურად ღვინის ექსპორტი იზრდება. დაახლოებით 103 მილიონი ლიტრის ექსპორტი იყო შარშან და წელს ველოდებით, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება. მთლიანობაში რომ ვთქვათ, 450 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო ექსპორტიდან როგორც ღვინის, ასევე სპირტიანი სასმელების ექსპორტის კუთხით შარშან ქვეყანამ. ეს ყველაფერი არის მხარდაჭერისა და ერთობლივი მუშაობის შედეგი“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner