უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროს თანამშრომლებმა დააკავეს კიევის მერიის აპარატის ხელმძღვანელი, რომელიც ადგილობრივ დეპუტატებს სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში ეხმარებოდა.
გამოძიების ვერსიით, ის უკანონოდ „აგზავნიდა“ დეპუტატებს მივლინებაში კიევის მერიის ადმინისტრაციაში. კერძოდ, საუბარია კიევის რადის 3 დეპუტატზე და ერთ-ერთი მათგანის თანაშემწეზე.
ისინი თითქმის ერთი წლის განმავლობაში სამხედრო ნაწილში არ მისულან, თუმცა ფულად ანაზღაურებას იღებდნენ. უკანონო „მივლინებების“ გაფორმებას ხელს უწყობდა სამხედრო ნაწილის მეთაურიც.