logo_geo
eng_logo
სოსო შატბერაშვილი: იმის მაგივრად, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ გვებრძოლა, პირიქით, მისი დამცველები გამოვდიოდით
- +

12 სექტემბერი. 2016. 17:51



ლეიბორისტული პარტიის ყოფილმა წევრმა სოსო შატბერაშვილმა „პრაიმტაიმტან" ინტერვიუში შალვა ნათელაშვილის „ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 2011 წლის 17 ოქტომბრიდან „ნაციონალებმა" შალვა ნათელაშვილის დაფინანსება დაიწყეს.


როგორც „პრაიმტაიმს" შატბერაშვილმა განუცხადა, 2011 წელს ივანიშვილის სახლთან ნათელაშვილის აქცია პარტიისთვის მოულოდნელი იყო და იმის მაგივრად, რომ პარტიას სააკაშვილის წინააღმდეგ  ებრძოლა, ყველაფერი პირიქით მოხდა.


„2011 წლის 17 ოქტომბრიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო მისი დაფინანსება. ეს ის თარიღია, როცა ივანიშვილმა განაცხადა, რომ შემოდიოდა პოლიტიკაში. არადა, თუ გახსოვთ, 2007-ში, როდესაც ნათელაშვილი თავის საპრეზიდენტო კამპანიას ახორციელებდა, ის ამბობდა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს შესთავაზებდა პრემიერის პოსტს. ესეც მისი ორმაგი სტანდარტები...

 

შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან უცნაური იყო, როდესაც მან 2011 წლის 17 ოქტომბერს მოაწყო აქცია ივანიშვილის სახლთან... თურმე, მაშინ მას ამერიკაში საქართველოს ელჩისგან, კახა ლომაიასგან მიუღია მითითება ამ აქციაზე. ეს ყველაფერი ჩვენს ზურგს უკან ხდებოდა და იმის ნაცვლად, რომ სხვა პარტიებთან ერთად სააკაშვილის წინააღმდეგ გვებრძოლა, პირიქით, მისი დამცველები გამოვდიოდით.

 

ჩვენი მოთმინების ფიალა მაშინ აივსო, როდესაც 2012 წლის არჩევნებზე, როგორც მოსალოდნელი იყო, მივიღეთ ერთი პროცენტი. 2013 წლის 6 იანვარი იყო, მოვიწვიეთ პოლიტსაბჭოს სხდომა და მას პირზე დავაყენეთ ადამიანი, რომელმაც იცოდა, რომ ისრაელის მოქალაქე ანატოლი მოტკინმა მას მიუტანა 5 მილიონი იმის სანაცვლოდ, რომ ჩვენს პარტიას უნდა ელანძღა ბიძინა ივანიშვილი და ყველა პარტია, რომელიც კოალიციაში იყო გაერთიანებული.

 

ამის გარდა, ამ ადამიანმა ჩვენს თვალწინ უთხრა, რომ მას დაწყებული ჰქონდა ამ ფულის გავახშება - ხელშეკრულებები დავუდეთ წინ, როგორ აპროცენტებდა ფულს მისი ოჯახის წევრი. ვუთხარით, რომ ვაპირებდით ყრილობის მოწვევას. გვითხრა, ერთი თვე მომეცით დრო და მე თვითონ გადავდგებიო. მოგვატყუა და ჩვენ წავედით პარტიიდან", - აღნიშნა შატბერაშვილმა. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner