გაიანასა და ვენესუელას შორის ტერიტორიული დავის ფონზე დიდი ბრიტანეთი რეგიონში სამხედრო გემს აგზავნის. ამის შესახებ BBC-ისთვის გახდა ცნობილი.
საპატრულო ხომალდი HMS Trent-ი კარიბის ზღვაში ნარკოტიკების კონტრაბანდასთან საბრძოლველად გაიგზავნა, თუმცა ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს მხრიდან, გაიანის რეგიონის, ესეკიბოს ანექსიის მუქარების შემდეგ ლონდონმა გემი გაიანაში გაგზავნა.
ეს ნაბიჯი დიდი ბრიტანეთის მხრიდან თავისი ყოფილი კოლონიის, გაიანის მიმართ დიპლომატიური და სამხედრო მხარდაჭერის ნიშანია. გაიანა სამხრეთ ამერიკის ერთადერთი ინგლისურენოვანი ქვეყანაა.
ვენესუელისა და გაიანის ტერიტორიულ დავას გრძელი ისტორია აქვს. ვენესუელა მიიჩნევს, რომ ესეკიბოს რეგიონი ესპანური კოლონიალიზმის პერიოდში მის საზღვრებში შედიოდა. კარაკასი არ ეთანხმება 1899 წლის საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილებას, რომელმაც ესეკიბოს რეგიონი ბრიტანეთის გვიანას (ახლანდელი გაიანა) მიაკუთვნა.
ნიკოლას მადურომ ესეკიბო ვენესუელის ახალ შტატად 6 დეკემბერს გამოაცხადა, რასაც გაიანის პრეზიდენტმა ირფაან ალიმ გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების უხეში დარღვევა უწოდა.
15 დეკემბერს ვენესუელას და გაიანა შეთანხმდნენ, რომ ესეკიბოს რეგიონის გარშემო წამოჭრილი ტერიტორიული დავის მოსაგვარებლად ძალას არ გამოიყენებენ