logo_geo
eng_logo
ირანი წითელ ზღვაში ჰუსიტების მიერ სატვირთო ხომალდებზე თავდასხმასთან კავშირს უარყოფს
- +

24 დეკემბერი. 2023. 16:41

ირანი წითელ ზღვაში ჰუსიტების მიერ სატვირთო ხომალდებზე თავდასხმასთან კავშირს უარყოფს. განცხადება ამის თაობაზე ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 

 

მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებას გამოეხმაურა და მას ცილისწამება უწოდა.

 

 

ჩვენ ღიად ვუთხარით ამერიკულ მხარეს, რომ ჰუსიტებმა დამოუკიდებლად მიიღეს გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობაც მათ ეკისრებათ. მათთვის რაიმეს გაკეთება არ დაგვივალებია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონული უსაფრთხოება. პრობლემის მოგვარების გზა წითელ ზღვაში ე.წ. კოალიციების შექმნაში არაა. პრობლემა მხოლოდ ღაზაში და იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ქალების, ბავშვებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვის შეწყვეტით მოგვარდება“, - აღნიშნა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner