სამების საკათედრო ტაძარში არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივით შექმნილმა 30-მდე სამრევლო სკოლამ წარმოადგინა ხელნაკეთი ნივთები, ნახატები.
შესრულდა მუსიკალური ნომრები. ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრებიდან 46 წლის იუბილეს.