ავტორი ალა გრიგალაშვილი
რას ფიქრობს საზოგადოება მწერალ ზაზა ბურჭულაძის განცხადებაზე, რომელიც მან პატრიარქთან დაკავშირებით გააკეთა, ამ საკითხზე „რეპორტიორმა" ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა. გთავაზობთ მოსწავლე ანა ქოქიაშვილის მოსაზრებას:
„არცერთ ადამიანზე არ გვაქვს ასე საუბრის უფლება, მითუმეტეს ადამიანზე, რომელიც ერის მამაა. მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვარ ძალიან მორწმუნე ადამიანი, და შესაძლოა, საერთოდაც არ ვეთანხმებოდე პატრიარქის შეხედულებას, მაგრამ მაინც არ არის მიზანშეწონილი ილია მეორეზე ასე საუბარი. ეს არის ადამიანის პირდაპირი დისკრიმინაცია, როდესაც მას ეძახი მტაცებელს. არ არის საჭირო ასეთი კრიტიკული განცხადებების გაკეთება, რაც არ უნდა არასწორი იყოს ადამიანი", -აცხადებს ქოქიაშვილი.
„ქართველების გამკვირვებია, რომ ქალაქში სტიქიის დროს ზოოპარკიდან გამოსული მძიმე ცხოველები დავაძინეთ და დავხოცეთ, მაშინ როცა მთავარი მტაცებელი არის თავისუფალი. ვფიქრობ, სასწრაფოდ უნდა მოვათავსოთ პატრიარქი ვოლიერში, როგორც დიდი მტაცებელი. ამაზე დიდი მტაცებელი მე არ ვიცი", - განაცხადა მწერალმა ზაზა ბურჭულაძემ.