logo_geo
eng_logo
ბენიამინ ნეთანიაჰუ: პრეზიდენტ ბაიდენს გუშინ ვუთხარი, რომ საბოლოო გამარჯვებამდე ვიბრძოლებთ. შეერთებულ შტატებს ეს ესმის
- +

24 დეკემბერი. 2023. 17:39

ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, აშშ ისრაელს რეგიონში ოპერაციების განხორციელებაში ხელს არ უშლის. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

 

 

„გუშინ ვუთხარი პრეზიდენტ ბაიდენს, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ საბოლოო გამარჯვებამდე, რამდენი ხანიც საჭირო იქნება. შეერთებულ შტატებს ეს ესმის. ვნახე მცდარი ინფორმაციები იმის შესახებ, რომ შეერთებულმა შტატებმა ხელი შეგვიშალა და ახლაც გვიშლის რეგიონში ოპერაციების განხორციელებაში. ეს არ არის სიმართლე. ისრაელი არის სუვერენული ქვეყანა, ომის გადაწყვეტილება დაფუძნებულია ჩვენს ოპერატიულ შეხედულებებზე“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

 

 

მან ასევე მიუსამძიმრა ღაზაში დაღუპული სამხედროების ოჯახებსა და ახლობლებს და აღნიშნა, რომ ისრაელს მძიმე ფასის გადახდა უწევს ამ ომში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner