საშობაო პაუზის წინ, ბუკმეიკერებმა განაახლეს კოეფიციენტები 2024 წლის „ოქროს ბურთის“ ფავორიტებზე.
პრიზზე მთავარი პრეტენდენტად ისევ რჩება „რეალის“ ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი (4.40). მის მთავარ კონკურენტად მიიჩნევა „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე (5.90).
TOP10 შემდეგნაირად გამოიყურება:
ჯუდ ბელინგემი (რეალი) – 4.40
კილიან მბაპე (პსჟ) – 5.90
ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი) – 6.50
ჰარი კეინი (ბაიერნი) – 6.55
ლიონელ მესი (ინტერ მაიამი) – 10.80
როდრიგო (რეალი) – 24.90
კრიშტიანო რონალდო (ალ-ნასრი) – 31.00
კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი) – 31.00
ვინისიუსი (რეალი) – 31.00
მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 32.00