„ნაციონალურ მოძრაობას“, ახლა მათ ნარატივზე მყოფ სალომე ზურაბიშვილსა და სხვა პოლიტიკური ჯგუფებს, უპირველეს ყოვლისა, ქართველმა ხალხმა უთხრა არა და შემდეგ უკვე ევროკავშირმა - თავისი გადაწყვეტილებით”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.
მან პარლამენტის წლიური საქმიანობა შეაჯამა.
„ვფიქრობ, ეს წელი მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა იმ ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობდნენ, რომ დათესონ ნიჰილიზმი, ქვეყანა მაჩანჩალად წარმოაჩინონ, თქვან, თითქოს, ჩვენ ვართ ცუდი ქვეყანა ცუდი ინსტიტუციებით, ცუდი სამართლით, ხალხით. აი, ამას ვინც აკეთებს ბოლო 10 წელია, „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა მათ ნარატივზე მყოფი სალომე ზურაბიშვილი და სხვა პოლიტიკური ჯგუფები, უპირველეს ყოვლისა, მათ ქართველმა ხალხმა უთხრა არა და შემდეგ უკვე ევროკავშირმა - თავისი გადაწყვეტილებით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პაპაშვილმა ოპოზიციის საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის სტილზეც ისაუბრა. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში, როგორც წესი, „მინისტრის საათს“ არ ესწრებიან.
„როგორც წესი, მოდიან, სვამენ კითხვას იმისთვის, რომ შემდეგ ეს ვიდეო ამოჭრან, დადონ საკუთარ გვერდზე. და თავი მოიწონონ, რომ რაღაც კითხვა დასვეს. პასუხსაც არ ელოდებიან, ისე გადიან.
პარლამენტის რეგლამენტი, კონსტიტუცია ითვალისწინებს საკმაო ინსტრუმენტებს. ამას გამოყენება სჭირდება, მაგრამ არათუ გამოყენებაზეა საუბარი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოსმენა როდესაც იყო, დახურულ ფორმატში მიდიოდა, არც კი ესწრებოდნენ, 10-მდე წარმომადგენელი თუ იქნებოდა ოპოზიციიდან, როდესაც საქმე ეხება ასეთ მნიშვნელოვან საკითხებს - ტელევიზორში დღედა ღამე საუბრობენ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გამოწვეულ საკითხებზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.