logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: როგორც წესი, არ ესწრებიან, მაგალითად, მინისტრის საათებს. მოდიან, სვამენ კითხვებს, პასუხსაც არ ელოდებიან ხოლმე, ისე გადიან
- +

24 დეკემბერი. 2023. 21:10

 

 

შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირასთან“ პარლამენტის წლიური მუშაობის შეჯამებისას ოპოზიციაზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები ხშირად არ ესწრებიან სხვადასხვა ტიპის განხილვებს, მინისტრების მოსმენისას კი საკუთარ კითხვებზე პასუხებსაც არ ელოდებიან.

 

„როგორც წესი, არ ესწრებიან, მაგალითად, მინისტრის საათებს. მოდიან, სვამენ კითხვებს, იმისთვის რომ შემდეგ ამოჭრან ეს ვიდეო, დადონ საკუთარ გვერდზე და თავი მოიწონონ, რომ რაღაც კითხვა დასვეს. პასუხსაც არ ელოდებიან ხოლმე, ისე გადიან.

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, კონსტიტუცია ითვალისწინებს საკმაოდ რაოდენობით ინსტრუმენტებს. ამას სჭირდება გამოყენება. მაგრამ არა თუ გამოყენებაზეა საუბარი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოსმენა როცა გვქონდა დახურულ ფორმატში, არც კი ესწრებოდნენ სხდომას. ოპოზიციის ათამდე წარმომადგენელი თუ იქნებოდა ოპოზიციიდან, როდესაც საქმე ეხებოდა ასეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებზეც დღე და ღამე ტელევიზორში საუბრობენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner