logo_geo
eng_logo
მიუსაფარი ძაღლის ასაფეთქებელი ნივთიერებით მძიმედ დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
- +

24 დეკემბერი. 2023. 22:11

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიუსაფარი ძაღლის ასაფეთქებელი ნივთიერებით მძიმედ დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

შემთხვევა წყალტუბოში მოხდა. სავარაუდოდ, არასრულწლოვანებმა მიუსაფარ ძაღლს პირში ასაფეთქებელი ნივთიერება ჩაუდეს. ცხოველს პირის ღრუ ძლიერად აქვს დაზიანებული და მისი მდგომარეობა მძიმეა. ის სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას ითვალისწინებს და ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

 

იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის ან მცირეწლოვნის თანდასწრებით, ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 400-ს საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner