ლონდონის სამხრეთით ბენქსის ახალი ნამუშევარი გამოჩნდა, რომელიც მალევე მოიპარეს. ამის შესახებ The Guardian წერს.
გამოცემის ინფორმაციით, არტ-ობიექტ ერთი საათის განმავლობაში მოიპარეს, მას შემდეგ რაც ანონიმმა არტისტმა მისი ავტორობა სოცქსელებში დაადასტურა.
ბენქსის ნამუშევარი საგზაო ნიშანს წარმოადგენს, რომელზეც წარწერა Stop („შეჩერდით“) და სამი სამხედრო უპილოტო აპარატია გამოსახული. სოციალურ ქსელებში ძარცვის ამსახველი ვიდეოც გამოჩნდა, რომელიც თვითმხილველებმა გადაიღეს. კადრებზე ორი კაცი ჩანს, რომლებსაც ნიშანი მიაქვთ. ლონდონის პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით ორი პირი უკვე დააკავა.
ბენქსი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტრიტ-არტ მხატვარია. მისი ვინაობის დადგენას ათწლეულების განმავლობაში ცდილობენ. ყველაზე გავრცელებული ინფორმაციით, მისი ნამდვილი სახელი რობინ განინგემია. ამ ვერსია ტაბლოიდმა Mail on Sunday გააჟღერა. მოგვიანებით ის დედოფალ მერის ლონდონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გეოგრაფიული პროფილირების კვლევით დაადასტურებს.
სხვა ვერსიის მიხედვით, ბენქსი ჯგუფ Massive Attack-ის ერთ-ერთ დამფუძნებელი რობერტ დელ ნაიაა. ამ თეორიის მომხრეები აღნიშნავენ, რომ ბენქსის ნამუშევრები ხშირად ჩნდება იქ, სადაც ჯგუფის კონცერტები იმართება. ამასთან, ცნობილია, რომ დელ ნაია ახალგაზრდობაში გრაფიტით იყო გატაცებული. თავად მუსიკოსი ამბობდა, რომ ბენქსი მისი ახლო მეგობარია.
ნოემბერში BBC-ს ჟურნალისტმა ბენქსის ინტერვიუს დაკარგული ფრაგმენტი აღმოაჩინა, რომელშიც არტისტი საკუთარ სახელს აჟღერებს.