პოლიციამ ჩრდილოეთ სლოვაკეთის ქალაქ ჟილინაში დააკავა კაცი, რომელიც პრაღაში მომხდარი მასობრივი მკვლელობის გამეორებას გეგმავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 64 წლის დაკავებულმა საგანგებო სამსახურს დაურეკა და განუცხადა, რომ იმის გამეორებას გეგმავდა, რაც პრაღაში მოხდა.
„შეტყობინებების მიღების შემდეგ, ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყეთ გამოძიება, რის შედეგადაც ეჭვმიტანილი დავაკავეთ“, - განაცხადა ზუზანა შეფჩიკოვამ, ჟილინის რეგიონული პოლიციის სპიკერმა.
შეგახსენებთ, 21 დეკემბერს პრაღაში სტუდენტმა ხალხს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა.