logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: სალომე ზურაბიშვილს ღრმა მინუსური შანსები აქვს. არ მშურს იმ პარტიისა და დაჯგუფების, რომელსაც შეუერთდება
- +

24 დეკემბერი. 2023. 23:36

 

 

პეტრე მამრაძემ სალომე ზურაბიშვილის შანსები შეაფასა, თუ პრეზიდენტი 2024 წლის არჩევნებში გადაწყვეტს მონაწილეობის მიღებას. ამ თემაზე „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

 

„სალომე ზურაბიშვილს ღრმა მინუსური შანსები აქვს. არ მშურს იმ პარტიისა და დაჯგუფების, რომელსაც შეუერთდება. ანტიქარიზმა აქვს ამ ქალბატონს. ეს ვიხილეთ, როცა თავის დროზე გაათავისუფლეს მინისტრობიდან, პირველი საკმაოდ დიდი მიტინგი ჩაატარა და მერე ეს ყველაფერი წავიდა შემცირებისკენ“, - განაცხადა მამრაძემ.

 

მან ასევე პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესაძლებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნია,ზურაბიშვილმა ეს ნაბიჯი გადადგას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner