logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: სააკაშვილს ერთადერთი რაც დარჩენია, შექმნას პარტია „მიხეილ სააკაშვილი - ნაციონალური მოძრაობა“ და ამით საერთოდ განზე გავიდეს, გაემიჯნოს კეზერაშვილსა და მერაბიშვილს
- +

24 დეკემბერი. 2023. 23:47

 

 

სააკაშვილს ერთადერთი რაც დარჩენია, შექმნას პარტია „მიხეილ სააკაშვილი - ნაციონალური მოძრაობა“ და ამით საერთოდ გავიდეს განზე. ეს ორგანიზაცია, ხელში რომ უჭირავს მერაბიშვილსა და კეზერაშვილს, ფინანსებით, ტელევიზიით, ამას გაემიჯნოს. სხვა გზა მას პრინციპში არ დარჩენია, - ამის შესახებ პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ერთადერთი, რისი გაკეთებაც სააკაშვილს კიდევ შეუძლია, ეს არის შექმნას ახალი პარტია და საკუთარი სახელი დაარქვას. ამჟამინდელი „ნაციონალური მოძრაობა“ კი კეზერაშვილსა და მერაბიშვილს დაუტოვოს. მამრაძე არ გამორიცხავს, რომ პარტიის შიგნით გარკვეული ვაჭრობაც მიმდინარეობს.

 

„ჩვენ მხოლოდ ზედაპირულ მოვლენებს ვხედავთ და მთავარია პარტიული სია. სააკაშვილის მიერ ვაჭრობა ასე ხდება - გინდათ, რომ ამომრჩეველმა, რომელიც მხოლოდ ჩემია (არც კეზერაშვილს, არც მერაბიშვილს არავინ მისცემს ხმას, არც ხაბეიშვილსა და გიორგი ვაშაძეს), დაიჯეროს, რომ ეს პარტია მხოლოდ ჩემია და მომცეს ხმა, როგორც მომცა 2020 წელს, თუ გინდათ, მაშინ აი, სია და ვისაც გეტყვით, ისინი უნდა შეიყვანოთ.

 

ვერ წარმომიდგენია, რომ სააკაშვილმა თავისი სახელი აჩუქოს იმას, რასაც აპრიორი ვერ გააკონტროლებს. ეს გეგმა მისი ბიძისგან მოდის. არცერთი არ შევა პარლამენტში! ნამდვილად ვიცი, რომ ბიძამისმა უთხრა სააკაშვილს, რომ 2016 წელს 28 ადამიანი რომ შეიყვანა პარლამენტში და ერთ თვეში მისგან 22 წავიდა, ახლა იმავეს უზამენ“, - განაცხადა მამრაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner