logo_geo
eng_logo
საქართველოში მცხოვრები კათოლიკეები მაცხოვრის შობას აღნიშნავენ
- +

25 დეკემბერი. 2023. 00:41

 

 

საქართველოში ათასობით მორწმუნე 25 დეკემბერს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქრისტიანულ დღესასწაულს, ქრისტეს შობას ზეიმობს.

 

საშობაო ღვთისმსახურება მიმდინარეობს ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძარში, სადაც სადღესასწაულო მესას ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო ატარებს.

 

ქრისტეს დაბადებას იმ ეკლესიის წარმომადგენლები ხვდებიან, ვინც ამ თარიღს გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავს.

 

ღვთისმსახურების მსვლელობისას ყველა კათოლიკურ ეკლესიაში ემანუელს, ანუ ბავშვის ქანდაკებას, მშვიდობის ყრმას შეაბრძანებენ, რომელიც მაცხოვრის შობას აღნიშნავს.

 

საშობაო ღვთისმსახურება ტარდება პროტესტანტულ-ევანგელურ ეკლესიაში. ღვთისმსახურებას ადგილობრივი მრევლი ესწრება. შობას ისინი გალობით და ლოცვით ხვდებიან.

 

თბილისში, ევანგელიკურ-ბაპტისტურ ეკლესიაში ქრისტესშობის დღესასწაულს აღნიშნავენ. ამ დროს ეკლესია ბნელდება და კარიდან სანთლები შემოაქვთ, რაც სიმბოლურად შობის დადგომას ნიშნავს.

 

ლიტურგიის დროს ეკლესიაში საშობაო საგალობლებს 17 ენაზე ასრულებენ.

 

25 დეკემბერს აღნიშნავს შობას „ხსნის არმია“. საქართველო ერთ-ერთია იმ 130 ქვეყნიდან, სადაც ეს ქრისტიანული ეკლესია და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია მოღვაწეობს.

 

ქრისტესშობის დღესასწაული საზეიმოდ აღნიშნეს სახარების რწმენის ეკლესიაში.

 

რელიგიური გაერთიანება საქართველოში 1914 წლიდან იღებს სათავეს და ამ კონფესიას ქვეყანაში 100-ამდე ეკლესია და 15 000-ამდე მრევლი ჰყავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner