„იმ პარტიის ლიდერის მხრიდან, რომელსაც დაენგრა პარტია საკუთარ თვალსა და ხელს შუა, მისი მხრიდან ნებისმიერ გაერთიანებაზე და კონსოლიდაციაზე საუბარი არასერიოზულად გამოიყურება“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„თუმცა, მე მგონია, რომ პირველ შემთხვევაში გულისხმობდა სწორედ მთელ ოპოზიციას, უბრალოდ იმდენად რეალობას მოწყვეტილი აღმოჩნდა ეს ყველაფერი და იმავდროულად არცერთმა ოპოზოციონერმა ეს მხედველობაში არ მიიღო და ამან შეუქმნა გარკვეული რეპუტაციული პრობლემა თვითომ სააკაშვილს, მის ავტორიტეტს, მის აღქმას ავტორიტეტისას საზოგადოებაში. აქედან გამომდინარე, სახის შესანარჩუნებლად, გარდაქმნა საკუთარი მოწოდება შემდეგ შიდაპარტიულ მოწოდებად. თუ შიდაპარტიული, ამჟამინდელი სტეუქტურა ვერ უზრუნველყოფს ერთიანობას, რასაკვირველია, ვერავითარი ახალი სახელწოდების მქონე ინიციატივა ვერ შექმნის ამ პარტიაში კონსოლიდაციის განცდასა და სულისკვეთებას”, - აღნიშნა სარჯველაძემ.