წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორის მხარდაჭერისა და მომსახურების ხარისხის განვითარების მიზნით ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული და დასაქმების მსურველი 2000-მდე ადამიანი გადაამზადა.
ტრენინგ-კურსები გიდებმა, ტურ-ოპერატორებმა, განთავსების ობიექტების თანამშრომლებმა და სექტორის სხვა წარმომადგენლებმა გაიარეს.
კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის განხორციელდა სხვადასხვა თემატური ტრენინგი.
საოჯახო სასტუმროს მართვა
სოციალური მედიის მართვა.
სოფლის ტურიზმი და ტურისტული მომსახურების თავისებურებები სოფლად
Digital Marketing.
ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა.
ინკლუზიური ტურისტული პროდუქტები და სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
პირველი სამედიცინო დახმარება.
საერთაშორისო სომელიეს კურსები.
ენოგასტრონომიული ტურიზმის სასწავლო კურსი.
საფეხმავლო ბილიკების მონიშვნა და მოვლა პატრონობა.
ტრენინგები სრულიად უსასყიდლოდ მოეწყო და საქართველოს მასშტაბით განხორციელდა.