logo_geo
eng_logo
დვალისა და ქვილითაიას აპოელ-მა კვიპროსის ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა
- +

25 დეკემბერი. 2023. 14:08

 

 

ლაშა დვალისა და გიორგი ქვილითაიას აპოელ-მა კვიპროსის ჩემპიონატის მე-16 ტურში პრინციპული მეტოქე „ომონია“ 3:0 დაამარცხა, საშემოდგომო ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა და ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია.

 

საქართველოს ნაკრების ორივე მოთამაშე ძირითად შემადგენლობაში იყო – დვალმა შეუცვლელად ითამაშა, ქვილითაია კი გუნდს კაპიტნობდა და 66-ე წუთზე შეცვალეს.

 

ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა ლაშა დვალმა აპოელ-ის მოგებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ქართველი მცველი დაცვაში საიმედოდ გამოიყურებოდა, შეტევებშიც ხშირად ერთვებოდა და თამაშს ამწვავებდა. ორჯერ თავური დარტყმით მეტოქის კარს დაემუქრა.

 

ქვილითაია კი თავდამსხმელობასთან ერთად, გამთამაშებლის ფუნქციებსაც ითავსებდა – ბრაზილიელმა ლეგიონერმა, მარკინიოსმა ანგარიში მისი პასით გახსნა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner