თურქეთის ქალაქ ვანში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 49-მდე გაიზარდა.
ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობიდან 200 მეტრის დაშორებით დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, აქვე მდებარეობს მმართველი პარტიის ოფისი და პოლიციის განყოფილებაც.
დაშავებულთაგან ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია. გამოძიება მომხდარში ქურთ მებრძოლებს ადანაშაულებს. ვანში თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილთა დასაკავებლად სპეცოპერაცია დაიწყო.