logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: სააკაშვილის გადაყვანაზე საუბრის დაწყება არის იმ ალიანსის შენიღბვა, რომელიც გახარიას პარტიას „ნაცმოძრაობასთან“ გააჩნია
- +

25 დეკემბერი. 2023. 14:57

 

 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან საპატიმროში გადაყვანის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრების მიერ გაჟღერებულ მოთხოვნას გამოეხმაურა.

 

სააკაშვილის კლინიკური მდგომარეობის თაობაზე მსჯელობაში ყველაზე კომპეტენტურ ხალხად ვერ მივიჩნევთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ან კონკრეტულად გახარიას პარტიას. ამის გათვალისწინებით, მათი მხრიდან საუბრის დაწყება სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით იმ ფონზე, როდესაც ძალიან კარგად იციან, რომ ერთადერთი კრიტერიუმი, რითაც ეს საკითხი წყდება, არის სამედიცინო დასკვნა. ამ ფონზე ამ საუბრის წამოწყება მე ვფიქრობ, რომ არის ერთგვარი შენიღბვის შესაძლებლობა იმ ალიანსისა, რომელიც გააჩნია ამ პოლიტიკურ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობასთან“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner