logo_geo
eng_logo
უმცროსი სერჟანტი: ძალიან კომფორტული და გამძლე ფეხსაცმელი გვაქვს, სამხედრო ფორმა გაგვაჩნია ორი და სამი სახის, ასევე გვაქვს ზამთრისა და ზაფხულის სპორტული ფორმა
- +

25 დეკემბერი. 2023. 15:31

 

 

„თითოეული ჯარისკაცისთვის აუცილებელია ვარჯიში. ჩაცმულობა, რომელსაც ვიყენებთ შესაბამისია, ეს არის სპორტული ფორმა, რომელიც გაგვაჩნია ზამთრისა და ზაფხულის“, - ამის შესახებ უმცროსმა სერჟანტმა ვიტალი ზურაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

„დღესდღეობით საქართველოს თავდაცვის ძალებში ბლომადაა ფეხსაცმელი შემოტანილი. არის ძალიან კომფორტული და გამძლე, რომელიც უპირველეს ყოვლისა ჯარისკაცისთვისაა. სამხედრო ფორმა გაგვაჩნია ორი და სამი სახის, ერთი გამოიყენება საველედ, უშუალოდ როცა გავდივართ საველე სწავლებაზე და მეორე, რომელსაც ვიყენებთ დისლოკაციის ადგილზე. თითოეული ჯარისკაცისთვის აუცილებელია ვარჯიში, ჩაცმულობაც, რომელსაც ვიყენებთ შესაბამისია. ეს არის სპორტული ფორმა, რომელიც გაგვაჩნია, როგორც ზამთრის, ასევე, ზაფხულის“,- აღნიშნა ვიტალი ზურაშვილმა.

 

თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ ოპოზიციური ტელევიზიები განაგრძობენ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას და მიზანმიმართული დეზინფორმაციით ზიანს აყენებენ ავტორიტეტულ სახელმწიფო ინსტიტუციებს. ამჯერად საუბარია თავდაცვის ძალების ჩაცმულობაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner