logo_geo
eng_logo
კაპრალი: ახალი უნიფორმა არის უკეთესი, ყველანაირ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რაც შეიძლება ჯარისკაცს დასჭირდეს საველე გადაადგილების დროს
- +

25 დეკემბერი. 2023. 15:32

 

 

„ქრონიკასთან“ თავდაცვის ძალების ჩაცმულობაზე თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის კაპრალმა, ათეულის მეთაურმა დავით ფათალიშვილმა ისაუბრა.

 

მისი თქმით, ჯარისკაცების ძველი უნიფორმები დიდად განსხვავდება იმ უნიფორმებისგან, რასაც ბოლო წლებია თავდაცვის ძალებში იყენებენ.

 

ახალი უნიფორმა არის უკეთესი, თბილია. ახალი ბათინკებიც ძალიან პრაქტიკული და თბილია. წყალში გადაადგილების დროსაც ძალიან გვიან სველდება. უნიფორმა ორი კომპონენტისგან შედგება და ქარგამძლე და თერმულია. გვაქვს ზამთრის სეზონის სპორტულები, რომელიც საქართველოშია წარმოებული და ასევე ძალიან თბილია. წინა ჯავშანჟილეტისგან განსხვავებით, ახალი ჯავშანჟილეტი რადიკალურად განსხვავებულია. ყველანაირ კრიტერიუმს აკმაყოფილებს რაც შეიძლება ჯარისკაცს დასჭირდეს საველე გადაადგილების დროს“, - აღნიშნა დავით ფათალიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner