logo_geo
eng_logo
ვატო შაქარიშვილი: ხაზარაძემ და მის ფულს აკიდებულმა კომკავშირელებმა ტაშით დაამტკიცეს საქართველოს განადგურების 9-პუნქტიანი გეგმა
- +

25 დეკემბერი. 2023. 15:50

 

 

გლობალური ომის პარტიის ამერიკის შტაბ-ბინის შემდეგ, თაღლითმა და ხალხის მძარცველმა ხაზარაძემ ბრიუსელის ოფისიც მოიარა, სადაც დამატებითი დირექტივები მიიღო და ამ შეხვედრების შინაარსი, სახელდახელოდ მოწყობილ პარტიულ ყრილობაზე გაგვაცნო“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის "საქართველო უპირველეს ყოვლისა" დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი განცხადებით, პარტია "ლელოს" მიერ შემოთავაზებულ გეგმაში არსებული თითოეული პუნქტი საქართველოს ეკონომიკის დანგრევას, ხალხის გაღარიბებას და სახელმწიფოს განადგურებას ემსახურება.

 

"ქართულ პოლიტიკას და კონკრეტულად საარჩევნო კამპანიებს ბევრი რამ ახსოვს - უნიჭობა, პოპულიზმი, ურაპატრიოტიზმი, იუმორისტული ჟანრიც კი, მაგრამ არჩევნებში პარტია, ქვეყნის განადგურების 9 პუნქტიანი გეგმით მიდიოდეს, ნამდვილად ლელოს “ნოუ-ჰაუა!”

 

ყველას გვახსოვს, აშშ-დან დაბრუნებული ხაზარაძე, სიამაყით რომ ამბობდა - ძალიან მაგარი შეხვედრები მქონდა ვაშინგტონში, მაგრამ ვის შევხვდი და რაზე ვისაუბრეთ ვერ მოგიყვებითო. ამ განცხადებით, ხაზარაძემ საკუთარი თავი გაშიფრა, რადგან საჯარო პოლიტიკაში დახურული და საიდუმლო, მხოლოდ აგენტისა და პატრონის შეხვედრა შეიძლება იყოს. გლობალური ომის პარტიის ამერიკის შტაბ-ბინის შემდეგ, თაღლითმა და ხალხის მძარცველმა ხაზარაძემ ბრიუსელის ოფისიც მოიარა, სადაც დამატებითი დირექტივები მიიღო და ამ შეხვედრების შინაარსი, სახელდახელოდ მოწყობილ პარტიულ ყრილობაზე გაგვაცნო. ხაზარაძემ და მის ფულს აკიდებულმა მგზნებარე კომკავშირელებმა ტაშით დაამტკიცეს საქართველოს განადგურების 9 პუნქტიანი გეგმა. ამ სამარცხვინო ფაშისტურ ლოზუნგებს კი, “მარშალის გეგმა” უწოდეს და ჰგონიათ, რომ ასე შეფუთავენ ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლის და ომში ჩართვის სცენარს.

 

რას არ აკადრებინებს პატრონი აგენტს…

 

2023 წლის მიწურულს, გამოიყვანეს და სანქციებზე ალაპარაკებენ, როდესაც მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ ეს სანქციები უდიდესი ფარისევლობაა და მეტი არაფერი. რუსეთი უფრო მეტ შემოსავალს იღებს გაზისა და ნავთობის ექსპორტით ვიდრე ომის დაწყებამდე იღებდა. სანქციებმა ნაცვლად რუსეთის ეკონომიკისა, ჩამოშლის პირას  ევროპის ქვეყნების ეკონომიკა დააყენა, ისეთი მძლავრიც კი, როგორიც გერმანიის ეკონომიკა იყო.

 

იმ ფონზე, როდესაც ომში მყოფი, სანქცირებული რუსეთის ეკონომიკა 2023 წელს 3%-ზე მეტით იზრდება, ევროპის წამყვანი გერმანული ეკონომიკა 0.3%-ით მცირდება!!! რომ აღარაფერი ვთქვათ ინფლაციის ისტორიულ მაღალ მაჩვენებელზე, გაზრდილ კომუნალურ გადასახადებზე და ა.შ. გერმანია, როგორც ევროპის წამყვანი ეკონომიკა მაგალითად შეგნებულად მოვიყვანე, ბევრ სხვა ქვეყანაში გაცილებით მძიმე სურათია და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზით, 2024 წელიც ურთულესი იქნება მათთვის.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ეს მშრალი ფაქტებია და ამაზე უკვე ყველა ღიად ლაპარაკობს, დასავლური მედია, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, ის ევროპელი პოლიტიკოსებიც კი, ვინც ამ სანქციების მხურვალე მხარდამჭერები იყვნენ, ხაზარაძე მაინც ჯიუტად გვპირდება, რომ მისი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, საქართველო რუსეთს სანქციებს დაუწესებს.

 

ეს რაც შეეხება უშუალოდ სანქციებს, ხოლო გარდა ამისა, ლელოს “მარშალის გეგმაში” თითოეული სხვა პუნქტიც, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დანგრევას, ქართველი ხალხის გაღარიბებას და საბოლოო ჯამში, ქართული სახელმწიფოს განადგურებას ემსახურება!

 

იმას რასაც ხაზარაძე გვთავაზობს, რუსოფობიაც აღარ ჰქვია, ეს არის ფაშიზმის კლასიკური გამოვლინება. ლელო და ნაც.მოძრაობა, რომ იდენტური სულისკვეთების პარტიებია კიდევ ერთხელ დამტკიცდა. ხაზარაძეს ავიწყდება, რომ ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს! გვახსოვს სააკაშვილმა რომ აკრძალა რუსული სიმღერები, გათიშა რუსული სატელევიზიო არხები, თითქმის სრულად ამოიღო რუსული ენა სკოლებიდან და ა.შ. რა მოგვიტანა ამ ყველაფერმა ვნახეთ - ომი, ნგრევა, ტერიტორიების დაკარგვა, დევნილობა, რუსეთიდან დამცირებით გამოყრილი ქართველები და გამოგდებული ქართული პროდუქტი…

 

მადლობა ღმერთს, ხაზარაძის ლელო ვერასოდეს მოვა ხელისუფლებაში, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამ გეგმის არათუ განხორციელება, ამაზე საუბარიც კი დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხაზარაძის ლელო, საპარლამენტო პარტიაა და როგორ შეუძლია რუსეთს ამის გამოყენება, კარგად გვესმის.

 

ამიტომ, 2024 წლის არჩევნებში, ხაზარაძის ლელომ ბარიერიც ვერ უნდა გადალახოს და ქართული პოლიტიკური სივრცე, უნდა გაიწმინდოს მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი, მოღალატე პარტიებისა და უცხო ქვეყნების აგენტურული ქსელისგან!" - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner