logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: მაღალმთიან აჭარაში უხვი ნალექისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები დილიდან განახლდა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ბათუმსა და ქობულეთში
- +

25 დეკემბერი. 2023. 17:25

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის სხდომა გაიმართა. მთავრობის მეთაური მაღალმთიან აჭარაში უხვი ნალექისგან გზების გაწმენდით სამუშაოებს და არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო.

 

ხულოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის წმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დაწყებულია ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები. სამუშაო პროცესში ჩართულია გზების დეპარტამენტის და მუნიციპალიტეტების სპეციალური ტექნიკა. ეტაპობრივად ყველა მიმართულებით იწმინდება საავტომობილო გზები.

 

,,მაღალმთიან აჭარაში გზების გაწმენდითი სამუშაოები დილიდან განახლდა. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ბათუმსა და ქობულეთში. მუნიციპალიტეტებში შექმნილია საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბები. უამინდობით გამოწვეული სირთულეების ეფექტიანად დაძლევის მიზნით, ყველა სამსახური კოორდინირებულად მოქმედებს“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის საკოორდინაციო შტაბის თათბირს მუნიციპალიტეტის მერები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოსა და ენერგო-პროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ასევე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ბათუმსა და ქობულეთში. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის სამსახურები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner