logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი ხაზარაძეზე: მისგან და მისი გუნდისგან ახალი ქმედება ის იქნება, თქვან - ჩვენ არ გამოგვივიდა პოლიტიკა და კარგად ბრძანდებოდეთო
- +

25 დეკემბერი. 2023. 21:16

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძეს „გაჩუმებულ მდგომარეობაში გაცილებით მეტი ხმა ექნება არჩევნებზე.

 

 

მისი თქმით, ახალი ქმედება მამუკა ხაზარაძისა და მისი გუნდისგან ის იქნება, თქვან, რომ მათ პოლიტიკა არ გამოუვიდათ.

 

 

„გაჩუმებულ მდგომარეობაში გაცილებით მეტი ხმა ექნება მას [მამუკა ხაზარაძე] არჩევნებზე. ან უნდა აღიაროს, რომ ერთადერთი ალტერნატივა და მისგან და მისი გუნდისგან ახალი ქმედება ის იქნება, თქვან - ჩვენ არ გამოგვივიდა პოლიტიკა და კარგად ბრძანდებოდეთო, ეს ნამდვილად უალტერნატივო იქნება“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ დისტანცირება „ლელომაც“ გადაწყვიტა. მამუკა ხაზარაძეს „ქართული ოცნების“ დამარცხებისა და ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია გაუჩნდა. ხაზარაძისთვის „ლელოა“ ერთადერთი ალტერნატივა, რომელმაც ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner