"გახარია, დღემდე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პოლიტიკურ ქორწინებაშია," - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„არცერთ მეუღლეს არ დაუჯერებს საზოგადოება, რომ ეს ჩემი მეუღლე არ არისო, სანამ ის არ განქორწინდება. შესაბამისად, როცა ხარ ოფიციალურ ქორწინებაში, ვერ იტყვი რომ მეუღლე არ გყავს. ასევეა გახარია, ის დღემდე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პოლიტიკურ ქორწინებაშია. არამხოლოდ გახარია, ასეა ხაზარაძეც - ცდილობენ, როგორმე კეთროვნად წარმოადგინონ „ნაცმოძრაობა“, გამოეცალონ, ამ პარტიის ნეგატივი მოიცილონ და ვითომ ცალკე მესამე ძალად ჩამოყალიბდნენ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ დისტანცირება „ლელომაც“ გადაწყვიტა. მამუკა ხაზარაძეს „ქართული ოცნების“ დამარცხებისა და ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია გაუჩნდა. ხაზარაძისთვის „ლელოა“ ერთადერთი ალტერნატივა, რომელმაც ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.