"არესტოვიჩი ჩვენს საზოგადოებას ახსოვს იმ კრიტიკული განცხადებებით, რომელიც მან საქართველოს წინააღმდეგ არაერთხელ გააკეთა და თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ურთიერთობების გაცივებაში, რომელიც პირველ რიგში უკრაინიდან იყო მომდინარე," - ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძემ განაცხადა.
„ერთადერთი რასაც საქართველო ვერ გააკეთებდა, იყო ის, რომ საომარ მოქმედებებში ვერ ჩაერთვებოდა. რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია ჩვენ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე საუბარი“, - აღნიშნა მიქანაძემ.