ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ სტუდენტებს კომიტეტის სტრუქტურა და ფუნქციები გააცნო. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. კითხვები როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ნორმატიულ აქტებს, ასევე საქართველოში უფლებათა დაცვის გაძლიერების თვალსაზრისით გადადგმულ ქმედით ნაბიჯებს ეხებოდა.
კომიტეტის თავმჯდომარემ დამდეგი ახალი წელი მიულოცა სტუდენტებს და პროფესიის დაუფლების გზაზე წარმატებები უსურვა.