ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, მერის მოადგილე სოფო ხალვაშთან და რანინას წევრებთან ერთად ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ევროპის მოედანზე საზეიმოდ აანთო.
სადღესასწაულოდ მორთულ სივრცეში მოეწყო სანტას კუთხე, 360° გადაღება, ჯამბაზების წარმოდგენა, ცეცხლოვანი შოუ და სხვადასხვა სადღესასწაულო აქტივობა. გაიხსნა საახალწლო გამოფენა-ბაზრობა.
გაიმართა კონცერტი პროექტ ,,რანინასა“ და ბენდი ,,რეგიონის“ მონაწილეობით. დღესვე სტარტი აიღო პროექტმა „ახალი წელი შენს ეზოში“ - საახალწლოდ მორთული ავტომობილი ანიმატორებითა და სანტა კლაუსით ბათუმის ქუჩებში პატარების საახალწლო განწყობის შექმნაზე იზრუნებს.
საახალწლო ღონისძიებები 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. 31 დეკემბერს კი გრანდიოზული გალაკონცერტი გაიმართება.