logo_geo
eng_logo
თამარ ჟვანია ზურაბ ტყემალაძეზე: შესაძლოა, ბატონმა ზურამ ხვალ ისიც თქვას, რომ ობამამ დამირეკა
- +

12 სექტემბერი. 2016. 18:12



ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიატელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა, რომ „ედპ"-ს და „მრეწველებისთვის" საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილება აბსოლუტურად კანონიერია.



ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ კანონის შესაბამისად. ამ შემთხვევაში, საფუძვლები და ის გადაწყვეტილება, რომელიც ცესკო- თავმჯდომარემ მივიღე, არის აბოლუტურად კანონიერი. კანონის დადგენილ ვადებში უნდა წარმოდგენილიყო პოლიტიკური პარტიების მიერ საარჩევნო სია და თანდართული დოკუმენტაცია. ამ შემთხვევაში არა მხოლოდ მრეწველების", არამედ ედპ"- შემთხვევაშიც არ იყო წარმოდგენილი პარტიული სია, რაც გახდა გადაწყვეტილების საფუძველი. ეს არის აბსოლუტურად კანონიერი საფუძველი. კანონი პირდაპირ ამბობს - საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება, თუ პარტიული სია არ იქნება წარმოდგენილი. გადავამოწმე, მე თავად ვიყავი კანცელარიაში, სადაც დავრწმუნდი, რომ პარტიული სია არ იყო წარმოდგენილი იმ დროისთვის, რასაც კანონი ადგენს. ამ შემთხვევაში, ჩვენ კიდევ უფრო მეტი გავაკეთეთ, რათა ვინმეს კითხვები არავის დარჩენოდა. დამატებით გამოვიკითხეთ და მოვიკვლიეთ ყველა საკითხი, რამე ხომ არ იყო ხარვეზი, მაგრამ რაიმე ხარვეზს ადგილი არ ჰქონია. დღეის მდგომარეობითაც, საარჩევნო ადმინისტრაციაში სია არ არის რეგისტრირებული", - განაცხადა ჟვანიამ.



მისივე თქმით, ყველა რეგისტრირებული პარტია თუ ბლოკი ვადების შესახებ ინფორმირებული იყო.



როგორ შეიძლება, რომ ისეთი გამოცდილი პარტია, როგორიც არის მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", არ ყოფილიყო ინფორმირებული? ეს ყოველთვის ასე იყო. ეს არ არის პირველი არჩევნები, რომ ვადებთან დაკავშირებით რაიმე შეცვლილიყო. ყველა რეგისტრირებულ პარტიას, ყველა რეგისტრირებულ ბლოკს, ჰქონდა ინფორმაცია საბუთების, დოკუმენტაციის და პარტიული სიის წარმოდგენის შესახებ. ძალიან მიჭირს იმაზე საუბარი, რაში იყო პრობლემა და რაში იყო შეცდომა, ეს პარტიის შიგნით უკეთესა ეცოდინებათ", - განაცხადა ჟვანიამ.



რაც შეეხება „მრეწველების" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ტყემალაძის განცხადებას, რომ ჟვანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც NDI და IRI დაუკავშირდნენ და ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ თავად უთხრა, ჟვანიას თქმით, ეს სიცრუეა.



მსგავსი რამ ბატონი ზურასთვის ნამდვილად არ მითქვამს, რომ NDI- ან IRI- საერთოდ დამირეკა თოფაძე-მრეწველების" საკითხთან დაკავშირებით. ამაზე მეღიმება კიდეც კომენტარის გაკეთება. ამ ორგანიზაციებს არ დაურეკავთ და არ დაინტერესებულან ამ კონკრეტული საკითხით. ზოგადად, დამკვირვებლები ყველა საკითხით ინტერესდებიან, მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა. ბატონი ზურა საუბრობდა, რომ მე ამერიკის ელჩმაც დამირეკა და ამაზეც მეღიმება. შესაძლოა, ბატონმა ზურამ ხვალ ისიც თქვას, რომ ობამამ დამირეკა", - აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner