რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ დასახლებული პუნქტი მარინკა აიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გაზეთი Le Figaro ავრცელებს.
"[დასახლებული პუნქტი] მარინკა, რომელიც [ქალაქ] დონეცკიდან 5 კილომეტრში მდებარეობს, დღეს სრულად გათავისუფლდა", - განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე.
როგორც Le Figaro იუწყება, სერგეი შოიგუმ აღნიშნა, რომ "ტერიტორიის გათავისუფლება ამცირებს უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვით შესაძლებლობებს".