logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: რეპროდუქციული ტექნოლოგიების სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის ეროვნული რეესტრის ამოქმედება მარტივს გახდის მიკვლევადობას და სამინისტროსთვის უკეთესი ზედამხედველობის ფუნქციას შექმნის
- +

25 დეკემბერი. 2023. 23:27

"2024 წლის პირველი იანვრიდან ჯანდაცვის სამინისტროში ერთიანი ეროვნული რეესტრი ამოქმედდება დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის ," - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

 

 

„ერთიან ეროვნული რეესტრში უნდა შევიდეს ის ინფორმაცია, რომელიც შეეხება მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სერვისებს მიმღების, დონორის, სუროგატის და ასევე რეპროდუქციული უჯრედების შესახებ, რაც მარტივს გახდის მიკვლევადობას საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად და ასევე შექმნის სამინისტროსთვის უკეთესი ზედამხედველობის ფუნქციას“, - განაცხადა გაბუნიამ.

 

 

რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისის მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებული იქნება რეპროდუქციასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ინფორმაცია ერთიან ეროვნულ რეესტრში ასახოს. კანონპროექტი მთავრობის წევრებმა განიხილეს. სიახლე ძალაში 2024 წლის იანვრიდან შედის.

 

 

რეპროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობის ერთიანი ეროვნული რეესტრის ამოქმედება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებს შეესაბამება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner