ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ განაცხადა, რომ ევროპამ არ უნდა მიუშვას რუსეთი თავის საზღვრებთან და ამისთვის "ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისათვის დახმარების გაწევა".
"ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინაში ჩვენ ვაჩერებთ რუსეთის იმპერიულ ექსპანსიას, რომელიც ასევე კბილებს ილესავს ცენტრალური ევროპის რეგიონსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე", - აღნიშნა ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, უკრაინის დახმარება - სამხედრო, ჰუმანიტარული, ფინანსური, პოლიტიკური თუ მორალური - სარგებელს მოუტანს ევროპის უსაფრთხოებას.