ადამ მიცკევიჩის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის მიხედვით 19 800 კვადრატულ მეტრზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო, მოეწყო ტროტუარები, პანდუსები, სანიაღვრე ქსელი და გარეგანათება.
სრულად მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. რაც შეეხება საავტომობილო მოძრაობას, უკვე სრულად აღდგენილია.
ქუჩის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 2 000 000 ლარი გამოიყო.