logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი: მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ დიპლომატს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ წვლილისთვის, რომელიც მათ შეიტანეს საერთო საქმის წარმატებაში
- +

26 დეკემბერი. 2023. 11:53

 

 

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ დიპლომატს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ წვლილისთვის, რომელიც მათ შეიტანეს საერთო საქმის წარმატებაში“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2023“ გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

 

მოგესალმებით და მადლობას ვუხდი სტუმრებს ჩვენი ტრადიციული „ელჩების კონფერენციაზე“ დასწრებისთვის. სიამაყით აღვნიშნავ, რომ ეს ღონისძიება იმართება საქართველოსათვის იმ ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილების ფონზე, რომელმაც ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა მოუტანა. თუმცა, ამავე დროს, მსურს, ხაზი გავუსვა იმ გამოწვევებით აღსავსე საერთაშორისო გარემოს, რომელშიც ყველა ჩვენგანს უწევს მუშაობა მსოფლიო არენაზე საქართველოს ინტერესების დასაცავად.

 

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ დიპლომატს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ წვლილისთვის, რომელიც მათ შეიტანეს საერთო საქმის წარმატებაში.

 

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან დღემდე, ალბათ, არასოდეს ყოფილა პერიოდი, როდესაც ქართულ დიპლომატიას არ უწევდა უდიდესი ძალისხმევის გაწევა იმისთვის, რომ ჩვენს მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი ტრადიციის მქონე ქვეყანას, თუმცა, ამავე დროს, ახალგაზრდა დემოკრატიას, დაემკვიდრებინა თავისი ღირსეული ადგილი მსოფლიო ასპარეზზე, რაც კიდევ უფრო გაამყარა კანდიდატის სტატუსის მონიჭებამ“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner