„2023 წლის განმავლობაში გადადგმული ჩვენი ყველა წარმატებული ნაბიჯი ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის უსაფრთხოება, მშვიდობა და შეუქცევადი გავხადოთ განვითარებისა და კეთილდღეობის მიღწევა. ამავე დროს, ეს ყოველივე არასრულფასოვანი იქნება ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გარეშე“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ყოველდღიურად ვაგრძელებდით მუშაობას მთავარი პრიორიტეტის, მშვიდობიანი გზით, ქვეყნის დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ჩვენი წინსვლა სამომავლოდ დაგვეხმარება ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანად გაერთიანებაში“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.