logo_geo
eng_logo
გიორგი გოგოლაძე: ზაზა ბურჭულაძის მხრიდან ეს იყო უზნეო საქციელი!
- +

11 მარტი. 2016. 23:05


უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის შესახებ მწერალ ზაზა ბურჭულაძის განცხადებას ექიმი გიორგი გოგოლაძე გამოეხმაურა.


„ზაზა ბურჭულაძის განცხადება ეთიკური თვალსაზრისით გამართლებული არაა. მან ეს განცხადება დაუკავშირა ივნისში თბილისში მომხდარ სტიქიას და  ზოოპარკიდან გამოქცეულ ცხოველებს, რომლებიც დახოცეს. ცხოველების დახოცვა ჩემთვისაც ცუდი ფაქტია, რადგან ცხოველები ძალიან მიყვარს, ალბათ მასაც ძალიან უყვარს, მაგრამ ამის გამო პატრიარქზე ასე საუბარი, არასწორია! არავის აქვს უფლება ცუდად მოიხსენიოს მეორე ადამიანი, მითუმეტეს პატრიარქი. ეს, ჩემი აზრით, იყო უზნეო საქციელი", - განაცხადა გოგოლაძემ.

 

„ქართველების გამკვირვებია, რომ ქალაქში სტიქიის დროს ზოოპარკიდან გამოსული მძიმე ცხოველები დავაძინეთ და დავხოცეთ, მაშინ როცა მთავარი მტაცებელი არის თავისუფალი. ვფიქრობ, სასწრაფოდ უნდა მოვათავსოთ პატრიარქი ვოლიერში, როგორც დიდი მტაცებელი. ამაზე დიდი მტაცებელი მე არ ვიცი", - განაცხადა მწერალმა ზაზა ბურჭულაძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner