logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
- +

26 დეკემბერი. 2023. 15:26

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.  შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა  საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და არსებულ გამოწვევებზე.

 

სტუდენტებთან საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე. ირაკლი კობახიძემ ახალგაზრდებს ის რეფორმები გააცნო, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით გაატარა. 

 

სტუდენტებთან შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

 

შეხვედრის დასასრულს ირაკლი კობახიძემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner