საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ლიტერატურული კონკურსის, „მუზა“, გამარჯვებულები გამოვლინდნენ. პრემიის მოსაპოვებლად 82 კონკურსანტი იბრძოდა. ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონია საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს წარმომადგენელი ევროსაბჭოში, თამარ ტალიაშვილი, ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ ნომინაციებში:
ნომინაციებში - „წიგნის საუკეთესო დიზაინი" და „წლის საუკეთესო ინოვაციური ლიტერატურული პროექტი“ - გამარჯვებულები არ გამოვლინდნენ.
გამარჯვებულებს გადაეცათ მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის „მუზის" მიხედვით შექმნილი პრიზი და ფულადი ჯილდო - 5000 ლარი.
დაჯილდოების ცერემონიისთვის მომზადდა ვიდეორგოლი, რომლისთვისაც მუსიკა შექმნა კომპოზიტორმა ზაზა მარჯანიშვილმა.
მიწვეულმა სტუმრებმა ცერემონიის დაწყებამდე მოუსმინეს გიტარისტ გიორგი ფხალაძის მიერ შესრულებულ ნაწარმოებებს. ღონისძიების მიმდინარეობისას მაყურებლის წინაშე წარდგნენ დინი ვირსალაძე, გიორგი მელიქიშვილი და დავით ჯაფარიძე.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ 2021 დაფუძნდა ლიტერატურული პრემია, სახელწოდებით - „წლის საუკეთესო“, თუმცა კონკურსის წარმატებისა და მის მიმართ დიდი ინტერესის გათვალისწინებით, კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2022 წელს კონკურსი ჩატარდა განახლებული სახით, 10 სხვადასხვა ნომინაციითა და ახალი სახელწოდებით - „მუზა“.
კონკურსი ყოველწლიურად სექტემბერში გამოცხადდება. მისი მიზანია ქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების გამოვლენა.