logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე ნინო ქათამაძეს: მომღერალი რომ პოლიტიკურ პოლარიზაციას აღვივებს, ხელისუფლებას კი „რაღაც დაჯგუფებას” უწოდებს, მოსალოდნელ შედეგებზე პასუხისმგებლობასაც უნდა გრძნობდეს
- +

26 დეკემბერი. 2023. 17:06

 

 

„2008 წლის შემდეგ მოსკოვი-პეტერბურგის სცენებიდან რომ ვერ ჩამოგხსნეს და 2019 წლის შემდეგ გაგახსენდათ რუსული ოკუპაცია, ეგ როგორ გავიგოთ, როგორც „ლაბუდაბუდეი“, თუ სულიკოს ძებნაში დაკარგული არტისტის დილემა?! თუ პოლიტიკური აქტივისტი ხართ, მიმართეთ კეზერას ან ხაზარაძეს და შეგიკვეთავენ პოლიტიკურ კონცერტს“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მომღერალ ნინო ქათამაძის ფეისბუქ-სტატუსის შესახებ, სადაც ქათამაძე წერს, რომ იგი საახალწლო კონცერტზე წელსაც არ მიიწვიეს.

 

„ქათამაძეს უთქვამს, აღარ მეპატიჟებიან სახელმწიფო ღონისძიებებზეო… ქალბატონო ნინო, მომღერალი რომ პოლიტიკურ პოლარიზაციას აღვივებს და უფრო მეტიც, ექსტრემიზმისკენ მოუწოდებს საზოგადოებას, ხელისუფლებას კი „რაღაც დაჯგუფებას” უწოდებს, იგი პასუხისმგებლობასაც უნდა გრძნობდეს მოსალოდნელ შედეგებზე; შეხსენებისთვის, 2008 წლის შემდეგ მოსკოვი-პეტერბურგის სცენებიდან რომ ვერ ჩამოგხსნეს და 2019 წლის შემდეგ გაგახსენდათ რუსული ოკუპაცია, ეგ როგორ გავიგოთ, როგორც „ლაბუდაბუდეი“ თუ სულიკოს ძებნაში დაკარგული არტისტის დილემა?! თუ პოლიტიკური აქტივისტი ხართ, მიმართეთ კეზერას ან ხაზარაძეს და შეგიკვეთავენ პოლიტიკურ კონცერტს, რა პრობლემაა?! და თუ არ აღიარებთ ლეგიტიმურ ხელისუფლებასა და ქართველი ხალხის არჩევანით განსაზღვრულ მმართველობას, რა უფლებით ითხოვთ სახელისუფლებო ღონისძიებებში მონაწილეობას?! თუ აქაც „ლაბუდაბუდეი“ დაგემართათ და დილემის წინაშე დგახართ? კიდევ ერთი რჩევის მოცემა შემიძლია - კიევში გაფრინდით, ზელენსკი მოგაძებნინებთ სულიკოს!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner