logo_geo
eng_logo
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 200 კმ-მდე საფეხმავლო ბილიკი მონიშნა
- +

26 დეკემბერი. 2023. 18:18

 

 

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების მიზნით, იმერეთში, სამეგრელოსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ჯამურად 185 კმ სიგრძის საფეხმავლო ბილიკები მონიშნა, განაახლა და ინფრასტრუქტურა მოაწყო.

 

წელსვე ადმინისტრაციამ პროექტები მოამზადა თუშეთის, თრუსოს დაცული ლანდშაფტების, გუდაური-ხადას ხეობის, კარკუჩა-გუდამაყრის ხეობის, სიონი-საბუესა და ბოჭორმის ციხის ბილიკების მოსაწყობად. 

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მონიშნული ბილიკები მოგზაურებს საშუალებას აძლევს გზის აუცდენლად დალაშქრონ მარტივი და საშუალო სირთულის სხვადასხვა მარშრუტები და მოინახულონ მთები, ტბები, ხეობები, ჩანჩქერები და ისტორიული ძეგლები.

 

2023 წელს  ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პროექტ „ღვინის გზაში“ 28 ახალი ღვინის მასპინძელი ობიექტის ჩართვა უზრუნველყო. მარნებისთვის დამზადდა მანიშნებლები კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და აჭარაში. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ „ღვინის გზის“ პროექტში ჩართვის მსურველი ღვინის მასპინძელი ობიექტების ინსპექტირება ჩაატარა. მიმდინარეობს რეკომენდებული ობიექტებისათვის პროექტის მომზადება, მანიშნებლების მონტაჟი 2024 წელს დასრულდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner